ეროვნული პირველობის მეორე ეტაპის მეცხრე ტურში, დინამო თბილისი მარტვილში ადგილობრივ მერანს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 28 აპრილს 16 საათზე გაიმართება.
დინამოს 28 აპრილს შვიდი შეხვედრა აქვს გამართული. აქედან ორი მატჩი ეროვნულ ასპარეზზე, ხოლო ხუთი შეხვედრა სსრკ–ს პირველობაზე. 1996 წელს, თბილისელებმა ზესტაფონის მარგვეთი დიდი ანგარიშით 6–1 დაამარცხეს. აღნიშნულ შეხვედრაში იაშვილმა სამი ბურთი გაიტანა, ყიზილაშვილმა ორი და ერთი გოლიც გოგიჩაიშვილმა შეაგდო. 2001 წელს მეთორმეტე ჩემპიონატის მეექვსე ტურში დინამო ქუთაისში, ტორპედოსთან 0–1 დამარცხდა.
სსრკ–ს პირველობაზე თბილისელებმა 1950 წელს მინსკელი სეხნიები, ღოღობერიძის და თოდრიას გოლებით 2–1 დაამარცხეს. 1968 წელს ჩვენს გუნდს ბაქოში ნეფთჩიმ აჯობა 1–0. მტკვრისპირელებს, 1973 წელს მოსკოვის სპარტაკმა უმასპინძლა და 3–1 მოიგო. ერთადერთი ბურთი დინამოს მხრიდან, ასათიანმა გაიტანა. 1978 წელს საკუთარ არენაზე დინამომ ოდესის ჩერნომორეცი მიიღო. იმ შეხვედრაში რამაზ შენგელიამ დუბლი შეასრულა და დინამომ 2–1 იმარჯვა. 1981 წელს კი ჩვენმა გუნდმა ტაშკენტის პახტაკორს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 3–0 გაიმარჯვა. შეხვედრაში გატანილი გოლები თენგიზ სულაქველიძის, ალექსანდრე ჩივაძის და დავით ყიფიანის ყიფიანმა ანგარიშზეა.