ფოთის ცენტრალურ სტადიონზე გამართული კოლხეთი 2:1 დინამო მატჩის დასრულების შემდეგ, ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ მუმლაძემ დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი გააკეთა.
რამაზ მუმლაძე – არაერთი რეალური საგოლე მომენტის გამოყენება ვერ შევძელით, სამწუხაროდ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ. მართალია ორი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვალდებულნი ვიყავით მოგვეგო. ასპროცენტიანი საგოლე ეპიზოდების გამოუყენებლობის გამო დავისაჯეთ.