• Geo
  • Eng
01.11.2020
დილა - დინამო | ურთიერთშეხვედრები

3 ნოემბერს გორში ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც გორის დილა დინამოს უმასპინძლებს. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 68- ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში დინამოს დიდი უპირატესობა აქვს - 48 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 7 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 171/42 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა. XVI ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურში გამართული შეხვედრა 9:0 დასრულდა. ასევე ცხრა ბურთი გავიდა 1993 წლის 16 ნოემბერს ჩატარებულ მატჩში. მეხუთე ჩემპიონატის მეთხუთმეტე სათამაშო დღეს თბილისელებმა 7 ბურთი გაიტანეს, გორელთა 2 გოლის საპასუხოდ. აღსანიშნავია, რომ სამჯერ დაფიქსირდა ხუთბურთიანი სხვაობა - 6:1 და ექვსჯერ 5:0, ხოლო ოთხ-ოთხჯერ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 4:1, 4:0 და 1:1. ფრედ ჩატარებული შეხვედრებიდან ექვსი მატჩი უგოლოდ, სამი შეხვედრა კი 2:2 დასრულდა. გორის დილამ პირველად ჩვენს გუნდს 2012 წლის 15 სექტემბერს მოუგო (2:0). ბოლოს ეს გუნდები თბილისში 19 ივლისს შეხვდნენ ერთმანეთს. დრამატული მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:1 მორჩა. გორელთა კარში გოლი გიორგი კუციამ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024