• Geo
  • Eng
02.12.2012
მწვრთნელები დინამო – ჩიხურას აფასებენ

დინამო არენაზე გამართული დინამო 5:2 ჩიხურას დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი - რთული და დაძაბული შეხვედრის მოლოდინი გვქონდა. პირველ ტაიმში შეცდომები დავუშვით და მეტოქემ ამით ისარგებლა. მეორე ნახევარი კიდევ უფრო აქტიურად დავიწყეთ, მოედნის ცენტრში ბურთი დავიჭირეთ და სათამაშო ინიციატივაც მოვიპოვეთ. ჩვენს თავდამსხმელებს კიდევ უფრო კარგად რომ ეთამაშათ და საგოლე ეპიზოდები ბოლომდე გამოეყენებინათ, უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებდით.

სოსო ფრუიძე - პირველ რიგში ჩემს კოლეგას ვულოცავ გამარჯვებას. წარმატებას გისურვებთ მიმდინარე გათამაშებაში. რაც შეეხება თამაშს, დინამო ჩვენზე ძლიერი გუნდია, ბევრი კარგი შემსრულებელია გუნდში და ფაქტობრივად ყველა კომპონენტში გვაჯობეს. დღევანდელ შეხვედრაში ჩემმა ფეხბურთელებმა იმდენი შეცდომა დაუშვეს, ხუთი-ექვსი მატჩის განმავლობაში არ გვქონია ასეთი ხარვეზები - ეს კი დინამოს სიძლიერემ განაპირობა. ჩვენმა მეტოქემ დღეს დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024