დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა მორიგი ვარჯიში გამართეს. მალხაზ ჟვანია ხვალ ჩასატარებელი მატჩისთვის ამზადებს გუნდს. შეგახსენებთ, რომ დინამოელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის სიონს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მე– 15 გახდებიან საქართველოს ჩემპიონები.