• Geo
  • Eng
12.05.2013
ჩიხურა 2:4 დინამო

უმაღლესი ლიგის XXXI ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად, ივანწმინდაში გამართეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდისაჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა და მეტოქეს 4:2 მოუგო.

 

დაპირისპირების 27–ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, გოლი ბესიკ დეკანოიძემ გაიტანა – 1:0. დედაქალაქელებმა შეხვედრის 38–ე წუთზე ანგარიშში წონასწორობა აღადგინეს, პეტერ გრაიციარის ზუსტი დარტყმა და ანგარიში გათანაბრდა – 1:1.დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა, ჩისკო მუნიოსმა 42–ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტმა გოლად აქცია და საკუთარი გუნდი დააწინაურა – ჩიხურა 1:2 დინამო. პირველი ნახევრის მიწურულს, 44–ე წუთზე გიორგი მერებაშვილმა ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა – 1:3 და ტაიმი დინამოს გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ნახევრის დებიუტში, შეხვედრის 57–ე წუთზე საჩხერელთა კარში გოლი კარლეს კოტომ გაიტანა. დაპირისპირების საფინალო ანგარიში კი 85–ე წუთზე ედიკ საჯამ დააფიქსირა – ჩიხურა 2:4 დინამო.

 

ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, ჩიკვაიძე (ქიმაძე 16’), დიღმელაშვილი (კირკიტაძე 60’), ლომაშვილი, გოცირიძე, დეკანოიძე, ძამსაშვილი, კვასხვაძე (ჩხეტიანი 90’), საჯაია, ბოლქვაძე

 

დინამო: ზარქუა, გველესიანი, ხმალაძე (ძარია 80’), კოტო (გლიშიჩი 80’), მერებაშვილი, პაპავა, ჩისკო, მენდი, მილხრაუმი, უსტარიცი, გრაიციარი (ტატანაშვილი 70’)

 

გაფრთხილება: პაპავა, ტატანაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024