• Geo
  • Eng
27.05.2013
დინამო–2 სეზონს გამარჯვებით ასრულებს

საქართველოს პირველი ლიგის გათამაშების ბოლო, XXXIII ტურის შეხვედრა დინამოელებმა სტუმრად გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილი დინამო–2 ხონში, ადგილობრივ იმერეთს დაუპირისპირდა. დედაქალაქელებმა მეტოქეს სამბურთიანი უპირატესობით – 4:1 სძლიეს. დუბლი შეასრულა ვატო ფოცხვერიამ, თითო ბურთი გაიტანეს ლაშა შინდაგორიძემ და ლაშა ჩაფიძემ. ნიკა კვეკვესკირმა კი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ვერ გამოიყენა.

იმერეთი 1:4 დინამო–2

გოლები: შინდაგორიძე 40’

ფოცხვერია 45’

ჩაფიძე 68’

დეისაძე 75’

ფოცხვერია 80’

 

დინამო–2: ტყეშელაშვილი, კაკულია, კაკაბაძე, კვეკვესკირი, ტვილდიანი, ჯიშკარიანი (სარიშვილი 70’), მახარობლიძე, პარუნაშვილი, შინდაგორიძე (ლობჟანიძე 70’), ფოცხვერია, ჩაფიძე (მურცხვალაძე 80’)

 

დინამოელებმა პირველი ლიგის A ზონაში 33 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 69 ქულით მეორე პოზიცია დაიკავეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024