დინამო თბილისში დაბრუნდა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, 32 წლის მარცხენა ფლანგელი, დავით კვირკველია.
დავით კვირკველიამ საფეხბურთო კარიერა ფოთის კოლხეთში დაიწყო, ჩვენი გუნდის ღირსებას 2002–2004 წლებში იცავდა და 63 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მას სხვადასხვა დროს უთამაშია ვლადიკავკაზის ალანიაში, ზაპოროჟიეს მეტალურგში, ყაზანის რუბნში, მახაჩკალის ანჟიში, ბერძნულ პანიონიოსში, კვიპროსულ ანორთოსისში... მისი ბოლო კლუბი კი გორის დილა იყო, სადაც 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.
დავით კვირკველია - კოლხეთის შემდეგ, ჩემი სპორტული კარიერა დინამოში დაიწყო და დინამო ვერ იქნება ჩემთვის რიგითი გუნდი. დინამოში მოხვედრა თითოეული ფეხბურთელის ნატვრა იყო და არის. არსებული ამბიციის გათვალისწინებით დღეს განსაკუთრებით საამაყოა აქ თამაში. მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის და ვიმედოვნებ, რომ იმედების გამართლებას შევძლებ.