დინამო არენაზე გამართული საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, რომელშიც ერთმანეთს დინამო თბილისი და დინამო მოსკოვი შეხვდნენ ფრედ – 1:1 დასრულდა. მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და სახიფათო მომენტები როგორც ერთი, ასევე მეორე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა. აღსანიშნავია, რომ თანაკლუბელებთან ჩატარებულ ამანხაგურ მატჩს კრიშტიანუ რონალდუ, ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე ესწრებოდნენ.
ანგარიში დაპირისპირების მესამე წუთზე გაიხსნა, გოლი სტუმართა ფეხბურთელმა – ვლადიმირ სობოლევმა გაიტანა. ჩვენმა ფეხბურთელებმა წონასწორობა შევედრის 75–ე წუთზე აღადგინეს, გოლი ჩისკომ გაიტანა.
დინამო თბილისი 1:1 დინამო მოსკოვი
გოლები: 0:1 სობოლევი 3, 1:1 ჩისკო 75’
დინამო თბილისი: ლორია, ძარია, ხმალაძე, კვარაცხელია (შაშიაშვილი 80’), სეთურიძე, მერებაშვილი (ლექვთაძე 65’), ჩისკო (ხოჭოლავა 88’), დვალი (გრიგალაშვილი 58’), უსტარიცი, გრაიციარი (პაპავა 73), კვირკველია (გლიშიჩი 69’)
დინამო მოსკოვი: შუნინი, ფერნანდესი, ეპურიანუ, უილშირი (შიტოვი 46’) (ჩიჩერინი 88’), ლომიჩი, იუსუპოვი (ფლორესკუ 46’), ნობოა (ზობნინი 74’), სობოლევი (გატაგოვი 46’), ვორონინი (ჯუჯაკი 75’), სმოლოვი (პანიუკოვი 79’), სოლომატინი (ტაშაევი 60’)
გაფრთხილება: შაშიაშვილი – სმოლოვი, გატაგოვი, ტაშაევი, ფლორესკუ, ზობნინი, ფერნანდესი