დღეს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, ტორსჰავნის ეროვნული სტადიონის სარეზერვ მოედანზე, დინამოელებმა მორიგი ვარჯიში ჩაატარეს. ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, დუშან უჰრინმა ფეხბურთელები მსუბუქად ავარჯიშა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ებ/სტრეიმურის წინააღმდეგ გამართავს. სავარაუდოდ, ჩვენი კლუბის ოფიციალურ ვებ–გვერდი შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.