თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, მესამე თამაში გამართა და თურქულ ანთალიასპორს 11:1 მოუგო. სამი გოლი გაიტანა დავითაშვილმა და მოისწრაფიშვილმა, თითო გატანილი გოლით კი კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ლომთაძე, გაგუა და ბოგვერაძე გამოირჩნენ.
მოზარდმა დინამოელებმა დღევანდელი მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
ხარშილაძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ბოგვერაძე, მაღალდაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა
შეცვლაზე შემოვიდნენ: აზაროვი, თვალოძე, ქაჯაია, ქველაძე, ლომთაძე, გოდერძიშვილი
მომდევნო მატჩს მოზარდი დინამოელები ბაქოს ინტერის წინააღმდეგ გამართავენ.