ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი დინამოელთა ოქრო-ვერცხლით დასრულდა. 15 წლამდელებმა ტურნირი მოიგეს, 14 წლამდელებმა კი ფინალი დათმეს. ფინალურ შეხვედრაში ორივე გუნდი სომხეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს დაუპირისპირდა.
15 წლამდელებმა გადამწყვეტ შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს დიდი უპირატესობით აჯობეს და ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს. მეზობელთა კარი ვახო სალიამ (2), ნიკა ჩიქოვანმა და ნიკა ელისაშვილმა აიღეს.
რაც შეეხებათ 14 წლამდელებს, მათი ფინალი უფრო დაძაბულად წარიმართა. მთელი მატჩის მანძილზე თბილისელები ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას, თუმცა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, მასპინძლებმა კი შეხვედრის ბოლოსკენ სწრაფი კონტრშეტევა შედგიანად დაასრულეს და ფინალი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.
U15 სომხეთის ნაკრები 0-4 დინამო თბილისი
დინამო: აშოტია, გვასალია, გლუნჩაძე, ხარებაშვილი, ხუციშვილი, წულაია, გულიაშვილი, ელისაშვილი, სალია, ნათენაძე, ჩიქოვანი
U14 სომხეთის ნაკრები 1-0 დინამო თბილისი
დინამო: გონგაძე, ქარდავა, დიაკონიძე, შათირიშვილი, ბენდელიანი, ციკოლია, სილაკაძე, ადუაშვილი, გიორგაძე, კაკაშვილი, წიქარიშვილი
აქვე გთავაზობთ ფინალამდე განვლილ გზას: გუნდებმა პირველი მატჩები სომხეთის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებებთან გამართეს. რევაზ გვარაკიძის გუნდი მათე შათირიშვილის გოლით იგებდა, თუმცა საბოლოოდ 1-2 დამარცხდა. ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა კი სომხეთის 15 წლამდე ნაკრებს 1-0 ნიკა ჩიქოვანის გოლით აჯობეს. მომდევნო დღეს ჩვენი გუნდები ურარტუს შესაბამის ასაკობრივ გუნდებს შეხვდნენ. 14 წლამდე თბილისელებმა მეტოქე მათე შათირიშვილის გოლით 1-0 დაამარცხეს, ხოლო 15 წლამდე დინამოელებმა 4-1 იმარჯვეს. ურარტუს კარი ორჯერ ვახო სალიამ აიღო, თითო გოლი ნიკა გვაზავამ და მათე ქარდავამ გაიტანეს. რევაზ გვარაკიძის გუნდი ფინალში გასასვლელ შეხვედრაში აკადემია 08-ს შეხვდა და დაძაბული მატჩის შემდეგ, რომელიც 1-1 დასრულდა (გოლი აქაც მათე შათირიშვილის ანგარიშზეა), პენალტების სერიაში დაამარცხა მეტოქე. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა პიუნიკის 15 წლამდელებს უშანსოდ 5-0 მოუგო და ფინალში გავიდა. გოლები თორნიკე გულიაშვილმა, ვახო სალიამ, ლაზარე ნათენაძემ, ნიკა ჩიქოვანმა და საბა კაკულიამ გაიტანეს.
რევაზ გვარაკიძის გუნდი (U14 დინამო)
გიორგი ბაშარული, გიორგი გონგაძე, შოთა დიაკონიძე, მათე შათირიშვილი, გიორგი ლომიძე, გიორგი ჯანელიძე, გიორგი სამხარაძე, კობა კაკაშვილი, ლუკა ციკოლია, ნიკა ადუაშვილი, ალბერტ მადოიანი, დავით ადამია, ავთო გიორგაძე, ზუკა იმნაიშვილი, ნიკა სილაკაძე, დავით წიქარიშვილი, ნიკა ბენდელიანი, დავით ჩიგოშვილი და სერგი ხაჩატურიანი.
ვასილ გეგუჩაძის გუნდი (U15 დინამო)
ლუკა აშოტია, დაჩი ჩოჩიშვილი, გიორგი გვასალია, ანდრია ყაზარაშვილი, გიგი გლუნჩაძე, ალექსანდრე ჩოლოკავა, საბა ხარებაშვილი, ლუკა წულაია, ნიკა გვაზავა, ნიკა ჩიქოვანი, საბა კაკულია, ლაზარე ნაყენაძე, ნიკა ელისაშვილი, ვახო სალია, თორნიკე გულიაშვილი, რეზი დანელია, ლაშა ხუციშვილი, ანდრია ვიბლიანი, მათე ქარდავა, ანდრია ხოროიშვილი და თემო ბარნოვი.