• Geo
  • Eng
30.05.2022
19 წლამელები ტიტულს უახლოვდებიან

22-ე ტურის მატჩები გაიმრთა 19 წლამდელთა ოქროს ლიგაში. დინამოელები ტურნირს დაუმარცხებლად ლიდერობენ, ბოლო ტურში კი მეორეადგილოსან საბურთალოს უმასპინძლეს და გატანილი გოლების გარეშე დაცილდნენ.

 

გათამაშების ბოლომდე ხუთი ტურია დარჩენილი, სხვაობა კი ლიდერსა და მეორე-მესამე (ლოკომოტივმა თავის მატჩი ბათუმთან მოიგო და საბურთალოს ქულებით წამოეწია) ადგილოსანს შორის 10 ქულას შეადგენს. მომდევნო შეხვედრას ვალერი გაგუას გუნდი 4 ივნისს ქუთაისში, ტორპედოსთან ჩაატარებს.

 

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტით ეს გახლავთ 2021 წლის ჩემპიონატი, რომლის დასრულებასაც კოვიდ-პანდემიამ შეუშალა ხელი. 2022 წლის ოქროს ლიგა აგვისტო/სექტემბრიდან აიღებს სტარტს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024