ეროვნული ლიგა 3-ში მერვე ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს მეორე შემადგენლობამ თბილისის ზღვის ბაზაზე ლანჩხუთის გურიას უმასპინლა. დაძაბული და საინტერესო შეხვედრა საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში შეხვედრაში ჯადული იობაშვილმა გახსნა. მატჩის 68-ე წუთზე კი საპასუხო გოლი ჯუმბერ ხმელიძემ გაიტანა. 8 ტურის შემდეგ ჩატარებული 7 მატჩიდან ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 12 ქულით სატურნირო ცხრილის მეხუთე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს დინამოელები 30 მაისს თბილისის მერანი 2-თან გამართავენ.
შემადგენლობა და მატჩის ოქმი
ფოტოამბავი