საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში რუმინეთი დაამარცხა. შეხვედრა გორში გაიმართა და ჯვაროსნების გამარჯვებით 2-0 დასრულდა. ორივე გოლი ცოტნე კაპანაძის ანგარიშზეა.
მატჩი სამივე დინამოელმა - გიორგი მოისწრაფიშვილმა, საბა ხვადაგიანმა და ალექსანდრე კალანდაძემ სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს.