საქართველოს 18 წლამდე ნაკრები აგრძელებს ამხანაგური მატცების სერიას და მორიგ შეხვედრებს სომხეთის ნაკრებთან ჩაატარებს. 6 და 8 ივნისს ახალგაზრდა ჯვაროსნები მეზობლებს რუსთავში უმასპინძლებენ.
ლაშა ფირცხალაიშვილმა აღნიშნულ მატჩებში სათამაშოდ დინამოდან 14 ფეხბურთელი მიიწვია:
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია, დავით იობაშვილი
მცველები: რომან მორჩილაძე, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე
ნახევარმცველები: მუხრან ბაგრატიონი, ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი, თემურ გოგნაძე , გაბრიელ სიგუა, დიმიტრი ღურწკაია, თენგიზ ალიბეგაშვილი
თავდამსხმელები: დავით გოცირიძე, ლუკა პარკაძე, ჯადული იობაშვილი
- 6 ივნისი - საქართველო V სომხეთი
- 8 ივნისი - საქართველო V სომხეთი
აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, მიმდინარე წლის ივნისიდან 19 წლამდე ნაკრები გახდება, რომელიც ოფიციალური შეხვედრების სერიას, 2022 წლის სექტემბერში, 2023 წელს მალტაზე გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის მატჩებით დაიწყებს.