დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის მე-16 ტურის მატჩი შედგა, რომელშიც დინამომ თელავს უმასპინძლა.
შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და საწყის წუთებში ანგარიშის გახსნის ორი ხელსაყრელი მომენტი გაუშვეს ხელიდან. დინამოელებმა ფლანგებიდან უმატეს შეტევებს, რასაც მატჩის 28-ე წუთზე გოლი მოჰყვა. მეკარის შეცდომას და თორნიკე კირკიტაძის აქტიურობას ვაჟა ფაცაციას ავტოგოლი მოჰყვა და ანგარიშიც გაიხსნა. თელაველებმა სტატუს ქვოს აღდგენა ათ წუთში მოახერხეს. დინამოელთა კარის საჯარიმოს ხაზთან დანიშნული ჯარიმა შედეგიანად იმედა აშორტიამ გამოიყენა 1-1. შეხვედრის 43-ე წუთზე მასპინძლები მიჯრით სამჯერ ურტყავდნენ თელავის კარში, სამივე შემთხვევაში სიტუაცია მცველებმა განმუხტეს. ცოტახანში უსმანე კამარა მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, ცენტრის ჩააწოდა, თორნიკე კირკიტაძემ კი ზუსტი დარტყმით დინამო წინ გაიყვანა 2-1 და ტაიმიც მორჩა.
მეორე ნახევარი იგივე სცენარით გაგრძელდა. დინამო აქტიურად უტევდა, მეტოქე კი კონტრშეტევაზე ელოდებოდა თავის შანსს, რაც პრაქტიკულად გამოიყენა. 78-ე წუთზე გიორგი ხაბულიანი გაიჭრა მეკარესთან პირისპირ და ანგარიში გაათანაბრა. მანამდე კი თბილისელებმა რამდენიმე საგოლე ეპიზოდი ვერ გამოიყენეს. დედაქალაქელები გაშვებული გოლის მერე არ გაჩერდნენ და საბოლოო შედეგსაც მიაღწიეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში სტანისლავ ბილენკიმ საჯარიმოში ტექნიკურად დაამუშავა ბურთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა 3-2. დინამოელები შემდეგ შეხვედრას 16 ივნისს წყალტუბოში გამართვენ.
შემადგენლობა და მატჩის ოქმი
ფოტოამბავი