19 წლამდე ლიგაში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა და ვადაზე ადრე გაირკვა საქართველოს 2021 წლის გამარჯვებული (შეგახსენებთ, რომ კოვიდ პანდემიის გამო შარშანდელი ჩემპიონატი წელს გაგრძელდა).
ვალერი გაგუას გუნდმა, რომელიც გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობდა გაგრას უმასპინძლა, 4-1 დაამარცხა მეტოქე (გოლები გაბრიელ სიგუამ, მუხრან ბაგრატიონმა, რომა მორჩილაძემ და გიორგი აღდგომელაშვილმა გაიტანეს) და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე უახლოესი მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდა. ამ ჩემპიონობით დინამო თბილისის 19 წლამდე გუნდს უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე ასპარეზობის შანსი უჩნდება.
2022 წლის ჩემპიონატი სტარტს აგვისტოდან აიღებს.