დინამოელებმა სანაკრებო პაუზით ისარგებლეს და რიგაში, ლატვიის ჩემპიონთან ამხანაგური მატჩი გამართა. დინამო ლატვიას გადახალისებული შემადგენლობით ეწვია. შეხვედრაში კი ანგარიში რფს-ის შემტევმა ისმაილმა შეხვედრის დებიუტშივე გახსნა, რასაც თორნიკე კირკიტაძემ ცოტახანში ზუსტი გასროლით უპასუხა 1-1.
მეორე ტაიმში თბილისელები უფრო აქტიურად მოქმედებდნენ, მაგრამ გოლი საკუთრ კარში მიიღეს, კუთხურიდან ჩაწოდებისას 70-ე წუთზე ყველას ლატვიელთა ფეხბურთელმა ჟიგა ლიპუშეკმა დაასწრო და თავით გადაგზავნა ბურთი დინამოს კარში. დარჩენილ დროში დინამოელები ეცადნენ გოლის გატანას, მაგრამ ვერ მოახერხეს და საბოლოოდ 1-2 დამარცხდნენ.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს შეხვედრას კახა ცხადაძის გუნდი 16 ივნისს წყალტუბოში, ადგილობრივ სამგურალთან ჩაატარებს.
რფს 2-1 დინამო
რფს: ჩერნიაუსკასი, მაქსიმენკო, მარეში, ლიპუშეკი, იაგოდინსკისი, გალკინი, რაკელსი, შარიჩი, ისმაილი, ფრისენბიხლერი, ემერსონი
დინამო: პრიეტო, მალი, ბენიო, კალანდაძე, ხვადაგიანი, მოისწრაფიშვილი, ხარაბაძე, პაპავა, ოსეი, კირკიტაძე, ბილენკი
სათადარიგო სკამი: მაქაცარია, ანტილევსკი, ჩხეტიანი, იაკობიძე, იობაშვილი, კუცია, მაისურაძე