• Geo
  • Eng
29.05.2022
12 წლამდე დინამო ივიკოს თასის გამარჯვებულია

ბენდელას სტადიონზე დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა ივიკოს თასის მეშვიდე ტრადიციული გათამაშება 12 წლამდე ფეხბურთელთა შორის.

 

დედაქალაქელებმა ტურნირი დაუმარცხებლად, ბურთების ბალანსით - 33/2 განვლეს. პატარა დინამოელებმა ჯგუფური ეტაპი სამი გამარჯვებით გაიარეს. დაამარცხეს რუსთავი 3-0, 6-0 მოუგეს ინტერის აკადემიას და ევროპულ სკოლას ათი უპასუხო გოლი გაუტანეს. მეოთხედფინალში ლურჯ-თეთრებმა საბურთალო-ბენდელას 6-0 აჯობეს, ხოლო ნახევარფინალში საბურთალოს 3-1 მოუგეს. ტურნირის ფინალში ზურა ელიავას გუნდი საფეხბურთო კლუბ გლდანს შეხვდა და 5-1 დაამარცხა მეტოქე. ფინალში გოლები აბულაძემ, ბინიაშვილმა, სახვაძემ, გოგუამ და სიხარულიძემ გაიტანეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი ორგანიზატორებმა ალექსანდრე ჩიქოვანი დაასახელეს. 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024