დღეს მარაკანაზე საქართველოს თასის მეორე ეტაპის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც დუშეთის არაგვმა დინამოს მეორე შემადგენლობას უმასპინძლა.
მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, საწყის წუთებში დედაქალაქელებმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, რასაც მასპინძლებმაც სახიფათო შეტევით უპასუხეს. ტაიმის შუაში რამდენიმე მომენტის გაცვლის შემდეგ გურამ სამუშიამ ტექნიკური დარტყმით გახსნა ანგრიში 1-0.
დინამოელებმა მატჩის მეორე ნახევარში სათამაშო უპირატესობა საბოლოოდ მოიპოვეს და შეტევებსაც უმატეს. 69-ე წუთზე სტატუს ქვო თორნიკე მორჩილაძემ აღადგინა, 76-ე წუთზე კი მანვე დუბლი გაიფორმა და თბილისელები დააწინაურა. დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა და ვლადიმერ კაკაშვილილს გუნდმა საქართველოს თასის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა.
შემადგენლობა და მატჩის ოქმი
ფოტოამბავი