საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება წარმატებულად დაიწყო. ჯვაროსნებმა დინამო არენაზე გიბრალტარს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ხვიჩა კვარაცხელიამ, გურამ კაშიამ, გიორგი მიქუტაძემ და ვაკო ყაზაიშვილმა გაიტანეს. ჩვენი გუნდის ვიცე აპიტანმა ანზორ მექვაბიშვილმა შეხვედრაში სრულად იასპარეზა.