25 და 27 ივნისს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები რუსთავში თურქ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში ორჯერ უმასპინძლებს.
გიორგი ხიზანიშვილმა დინამო აკადემიიდან ნაკრებში 11 ფეხბურთელს უხმო:
მეკარე - მათე საური
მცველები - დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, რატი გრიგალავა
ნახევარმცველები - ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, თემურ ოდიკაძე
თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია, ვახტანგ სალია
ეს ნაკრები, ევრო საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, ოქტომბრიდან დაიწყებს. საქართველოს ნაკრები ჯგუფში - ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება.