იმრან ულად-ომარი დინამო თბილისის ფეხბურთელია. მოთამაშე ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და თბილისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ბოლომდე გააფორმა. ნიდერლანდელი ფეხბურთელი ბოლო კლუბი ვოლგოგრადის როტორი გახლდათ, სადაც ათი მატჩი ჩაატა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.
სხვადასხვა დროს იმრანს ნიდერლანდურ, სლოვაკურ და რუმინულ კლუბებში უასპარეზია. იგი 2020-22 წლებში თბილისის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა. ამ კლუბის მაისურით შემტევმა ნახევარმცველმა 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 13 გოლი და შეასრულა 9 საგოლე გადაცემა. იმრან ულად-ომარმა თბილისის ლოკომოტივთან ერთად უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში იასპარეზა.
ულად-ომარი დინამო თბილისს უკვე შეუერთდა, ახლაგზარდა ნახევარმცველმა პირველი ვარჯიში ინდივიდუალური პროგრამით ჩაატარა, მომდევნო დღეებში კი, ძირითად ჯგუფს შეუერთდება.