ეროვნულ ლიგა 3-ში მე-12 ტურის მატჩები გაიმართა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ბორჯომს ესტუმრა და ადგილობრივ გუნდს დაუპირისპირდა.
დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში გამარჯვება დინამოელებს დარჩათ. სამი ქულის მომტანი გოლი მატჩის 85-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა. პრინციპულ შეხვედრაში დედაქალაქელებმა ბორჯომს გადაასწრეს და სატურნირო ცხრილში 21 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებენ. ჩამორჩენა ლიდერთან 5 ქულას შეადგენს, დინამოელებს კი ერთი გამოტოვებული მატჩი ჩასატარებელი აქვთ.
მომდევნო შეხვედრას დინამოელები 27 ივნისს, მეორეადგილოსან ფოთის კოლხეთთან გამართავენ.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი