• Geo
  • Eng
29.08.2013
დუშან უჰრინის მატჩისწინა პრესკონფერენცია

დღეს დინამოელებმა ვაით ჰართ ლეინზე მატჩისწინა ვარჯიში ადგილობრივი დროით 19:00 საათზე გამართეს. წვრთნის დაწყებამდე ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის მატჩისწინა პრესკონფერენცია შედგა.

 

დუშან უჰრინი – ტოტენჰემი არა მარტო ინგლისის, არამედ ევროპის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია. პირველი მატჩი ჩვენ სტადიონზე დიდი ანგარიშით – 0:5 წავაგეთ. ჩვენ გვქონდა ათწუთიანი ინტერვალი, როდესაც შეგვეძლო ტოტენჰემის კარში გოლი გაგვეტანა, თუმცა არ გაგვიმართლა. მეტოქემ კი გოლები ძირითადად კონტრშეტევებზე გაგვიტანა. ტოტენჰემთან შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ უსტარიცი და ჩისკო, რომლებიც გუნდის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებად ითვლებიან –  ისინი ხვალინდელ შეხვედრას ტრავმის გამო გამოაკლდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024