• Geo
  • Eng
03.07.2022
დინამო-2 წინ მიიწევს

ეროვნული ლიგა 3-ის მე-14 ტურის შეხვედრაში ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი თბილისი სიტის დაუპირისპირდა.

 

შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-6 წუთზე მამადუ სეკომ ანგარიში გახსნა. ნახევარი საათის თავზე დინამოელები კაცნაკლული დარჩნენ, მსაჯმა ტრავმის შემდეგ მოედანს დაბრუნებული დავით კერესელიძე გააძევა. გადამწყვეტ მომანტში დინამოელებმა კონცენტრაცია არ დაკარგეს და მე-40 წუთზე თორნიკე მორჩილაძემ სტატუს ქვო აღადგინა. ორიოდე წუთში ჯადული იობაშვილმა ითამაშა შედეგიანად 1-2. მეორე ტაიმი დაძაბულად წარიმართა, შეხვედრას წერტილი კი დინამოელთა ნიდერლანდელმა ახალწვეულმა - იმრან ულად ომარმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით დაუსვა.

 

დინამოელებმა ისარგებლეს საფეხბურთო კლუბ გორის მარცხით და ლიდერს ქულებით გაუთანაბრდნენ. ასევე 27 ქულა აქვს მესამეადგილოსან ფოთის კოლხეთს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდს კი სხვებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

 

მომდევნო შეხვედრას დინამოელები საქართველოს თასის მეორე ეტაპზე გამართავენ. 6 ივლისს დედაქალაქელები ვანს ესტუმრებიან და ადგილობრ სულორს შეეცილებიან 1/16 ფინალის საგზურს. ჩემპიონატში კი დინამოელები 10 ივლისს საჩხერის ჩიხურას უმასპინძლებენ.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024