15 წლამდე ოქროს ლიგის გათამაშებაში დინამოელებმა აკადემიის მოედანზე საბურთალოს უმასპინძლეს, ფრედ 1-1 დაცილდნენ და საქართველოს ჩემპიონობა იზეიმეს.
ვასილ გეგუჩაძის გუნდმა 25 ჩატარებული მატჩიდან 20 მოიგო და 5-ჯერ ყაიმს დაჯერდა. ბურთების ბალანსით 93/17 დინამო თბილისი საქართველოს 2021 წლის ჩემპიონი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ასაკობრივი ჩემპიონატები კოვიდ პანდემიის გამო შარშან შეწყდა და წელს დასრულდა. ახალი 2022 წლის სეზონი კი აგვისტოდან დაიწყება.