დინამო თბილისის ახალგაზრდა ნახევარმცველები ნოდარ ლომინაძე და გიორგი გვიშიანი სეზონის დასრულებამდე იჯარის წესით გაგრაში ითამაშებენ. გაგრელები კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში 19 ტურის შემდეგ მეცხრე პოზიციას იკავებენ.
მიმდინარე სეზონში ნოდარ ლომინაძემ დინამო თბილისის შემადგენლობაში ცხრა მატჩი გამართა, მათ შორის სამჯერ სასტარტო შემადგენლობიდან. რაც შეეხება გიორგი გვიშიანს, მან თბილისური კლუბის მთავარ გუნდში ორჯერ ითამაშა.