დღეს თბილისის ზღვის ბაზაზე დინამოელებმა ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანულ საბაილს უმასპინძლეს.
მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე სტანისლავ ბილენკის შედეგიანი თამაშით დაწინაურდნენ. უნდა ითქვას, რომ შეხვედრის პირველი ნახევარი დინამოელთა სრული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. არაერთი საგოლე მომენტის მიუხედავად, თბილისელებმა კიდევ მხოლოდ ერთის გამოიყენება მოახერხეს. მეორე გოლი აზერბაიჯანელთა კარში დმიტრი ანტილევსკიმ გაიტანა.
აქვე გაგაცნობთ ჩვენი გუნდის შემადგენლობას, რომელმაც პირველი ტაიმი ჩაამთავრა: დავით კერესელიძე, გოდფრი სტეფენი, საბა ხვადაგიანი, ჯიმი ტაბიძე, დავით კობოური, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი კუცია, იმრან ულად ომარი, დმიტრი ანტილევსკი, დავით სხირტლაძე და სტანისლავ ბილენკი.
მეორე ტაიმში დინამოელებმა თითქმის მთელი შემადგენლობა შეცვალეს და მოედანზე მეორე გუნდის ფეხბურთელები გამოჩნდნენ. მატჩის მიმდინარეობა არც მეორე ნახევარში შეცვლილა, დინამოელები ძირითადად უტევდნენ, ხოლო საბაილის ფეხბურთელები კონტრშეტევაზე ცდილობდნენ თამაშის წარმართვას. გოლი აღარ გასულა და საბოლოოდ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქეს 2-0 აჯობა.
მეორე ნახევარში მოედანზე შევიდნენ: ლუკა კუტალაძე, ზურაბ ერაძე, რაულ ბარათელია, ლაშა ოდიშარია, ნიკა სიხარულაშვილი, გაბრიელ სიგუა, ნიკა ცხოვრებაშვილი, ნიკა უგრეხელიძე და ოთარ აფციაური.
დინამო 2-0 საბაილი
ფოტოამბავი