• Geo
  • Eng
28.07.2022
15 დინამოელი 17 წლამდე ნაკრებში

9 და 11 აგვისტოს საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მონტენეგროსთან დაგეგმილი ორივე მატჩი რუსთავში გაიმარტება და 19.00 საათზე დაიწყება.

 

გიორგი ხიზანიშვილმა აღნიშნული მატჩებისთვის დინამოდან 15 ფეხბურთელს უხმო:

 

მეკარეები: მათე საური, ლუკა ხელაშვილი.

მცველები: დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, რატი გრიგალავა.

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ავთანდილ მაშავა, საბა სამუშია, ნიკა ტკალია.

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია, ვახტანგ სალია.

 

17 წლამდელები ევრო საკვალიფიკაციო რაუნდს ოქტომბრის ბოლოს დაიწყებენ, ხოლო ჯგუფში ისრაელს, ინგლისს და ლიეტუვას შეხვდებიან. მატჩები საქართველოში გაიმართება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024