• Geo
  • Eng
06.08.2022
დინამო-2 თასის მერვედფინალშია

დინამოს მეორე შემადგენლობამ საქართველოს თასის 1/16 ფინლში ბოლნისის სიონს თბილისის ზღვის ბაზაზე უმასპინძლა.

 

შეხვედრა დედაქალაქელებმა აქტიურად დაიწყეს და ჯადული იობაშვილი მეორე წუთზე ზუსტი დარტყმით ახსნა ანგარიში. დინამოელებმა უმატეს შეტევებს და 27-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმის უფლებაც მოიპოვეს. თორნიკე მორჩილაძემ პენალტი პანენკას სტილში შეასრულა და თბილისელები ორი ბურთით დააწინაურა. ცოტახანში გიორგი ჩხეტიანმა ორი გაფრთხილება მიიღო და დინამო 10 კაცით დარჩა მოედანზე. სტუმრებმა უმატეს შეტევებს და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს მასპინძელთა კართან. ტაიმი დინამომ 2-0 მოიგო. მეორე ნახევარი ბოლნისელებმა აქტიური შეტევებით განაახლეს და დებიუტშივე მოიპოვეს პენალტის უფლება, ლუკა ხორხელის დარტყმული კი ლუკა კუპატაძემ უკუაგდო. მატჩის 50-ე წუთზე ივან ფოცხვერიამ ერთი გოლი გაქვითა 2-1. სიონის ფეხბურთელები მასიურ შეტევებზე გადავიდნენ, დინამოელები კი თავის შანსს კონტრშეტევაზე ელოდნენ. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ივან ფოცხვერიამ დუბლი შეასრულა და სტატუს ქვოც აღადგინა. კაცნაკლული დედაქალაქელები არ მოეშვნენ და უმაღლესლიგეს მეტოქეს მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროს მესამე გოლი გაუტანეს. გამარჯვების მომტანი გოლი დიმიტრი ღურწკაიამ ჩაიწერა ანგარიშზე 3-2.

 

მერვედფინალურ შეხვედრაში, რომელიც სექტემბერში გაიმართება,  ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი - მაჭახელა/გორის დილას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024