• Geo
  • Eng
10.07.2022
დინამო-2 შესვენებაზე პირველი ადგილით გავიდა

ეროვნულ ლიგა 3-ში მე-15 ტურის მატჩები შედგა. დინამოს მეორე შემადგენლობამ საზაფხულო პაუზის წინ საჩხერის ჩიხურა მიიღო და დიდი ანგარიშით 6-0 დაამარცხა მეტოქე.

 

დინამომ პირველი ტაიმი 2-0 მოიგო. ორივე გოლი თორნიკე მორჩილაძემ გაიტანა, პირველი ტაიმის საწყის წუთზე და მეორე - ტაიმის ბოლო წუთზე. მეორე ნახევრის დასაწყისში ნიკა უგრეხელიძემ 3-0 გახადა ანგარიში. გიორგი გაბედავამ 78-ე წუთზე ოთხამდე გაზარდა დედაქალაქელთა უპირატესობა. ოთხიოდე წუთში ოთარ აფციაურმა მეხუთედ აიღო გოდერძი ქურდაძის კარი, ხოლო შეხვედრას წერტილი ბოლო წუთზე რაულ ბარათელიამ დაუსვა.

 

ამრიგად პირველი წრის შემდეგ, საზაფხულო პაუზას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი სატურნირო ცხრილში პირველი ადგილით ხვდება. დინამოელებმა 14 მატჩიდან 9 მოგებითა და 3 ყაიმით 30 ქულა დააგროვა. დედაქალაქელებმა გაიტანეს 26 და მიიღეს 9 გოლი (ყველაზე ცოტა ლიგაში). გამოტოვებულ შეხვედრას დინამოელები 14 აგვისტოს საბურთალო 2-ის წინააღმდეგ ჩაატარებენ, თუმცა მანამდე თბილისელები საქართველოს თასის 1/16 ფინალურ მატჩში, 7 აგვისტოს ბოლნისის სიონს მიიღებენ.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024