• Geo
  • Eng
11.08.2022
მონტენეგროსთან დინამოელთა გოლებით

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა რუსთავში მონტენეგროს ნაკრებთან 9 და 11 აგვისტოს ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა.

 

პირველ შეხვედრაში გიორგი ხიზანიშვილის გუნდი 1-2 დამარცხდა. ანგარიში დინამოელთა კომბინაციით მე-18 წუთზე გაიხსნა. ლუკა ბუბუტეიშვილის გადაცემა შედეგიანად ალექსანდრე თურქიამ გამოიყენა. 33-ე წუთზე ანდრეი ცამაი სხვაობა აღადგინა, ხოლო 82-ე წუთზე დანილო ვუკანიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

მეორე შეხვედრა ამ გუნდებს შორის საყაიმო ანგარიშით 1-1 დასრულდა. დინამოელმა საბა სამუშიამ გოლი მატჩის დებიუტშივე გაიტანა, ხოლო მატჩის 57-ე წუთზე ანდრია ბულატოვიჩმა ზუსტი დარტყმით გაათანაბრა.

 

პირველი მატჩის შემადგენლობა და ოქმი

მეორე მატჩის შემადგენლობა და ოქმი

 

გიორგი ხიზანიშვილის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მომდევნო ციკლს, მიმდინარე წლის ოქტომბერში ითამაშებს. 17 წლამდე ნაკრები ჯგუფში - ინგლისს, ისრაელს და ლიეტუვას დაუპირისპირდება. მატჩები 25, 28 და 31 ოქტომბერს გაიმართება. საკვალიფიკაციო რაუნდს კი საქართველო უმასპინძლებს.

 

შეგახსენებთ, რომ მონტენეგროსთან სათამაშოდ დინამოს აკადემიიდან 15 ფეხბურთელი გახლდათ გამოძახებული:

 

 

მეკარეები: მათე საური, ლუკა ხელაშვილი.

მცველები: დავით ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ნიკა ბენდიანიშვილი, რატი გრიგალავა.

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუბუტეიშვილი, ავთანდილ მაშავა, საბა სამუშია, ნიკა ტკალია.

თავდამსხმელები: ალექსანდრე თურქია, ვახტანგ სალია.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024