ეროვნულ ლიგა 3-ში მეოთხე ტურის გამოტოვებული მატჩი გაიმართა, რომელშიც ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა საბურთალო 2 მიიღო და დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხა მეტოქე.
დინამოელებმა პირველივე ტაიმში 4 გოლი გაუტანეს მეტოქეს და ფაქტიურად შეხვედრაში გამარჯვებულის ბედიც გადაწყვიტეს. მატჩის დებიუტში ანგარიში გაბრიელ სიგუამ გახსნა. 32-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა საჯარიმო დარტყმით ცხრიანში მეორე გოლი გაიტანა. ოთხიოდე წუთში ჯადული იობაშვილმა ზუსტად შეასრულა პენალტი, ხოლო ტაიმის ბოლოსკენ ლაშა ოდიშარიამ ანგარიში 4-0 გახადა. მატჩის 71-ე წუთზე ნიკა ცხოვრებაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაუტანა საბურთალოს და მატჩი ეგრეც დასრულდა.
დინამოელებმა 33 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში ლიდერობენ. მე-16 ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი 18 აგვისტოს ვარკეთილის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი