დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 22-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ გორის დილას უმასპინძლა.
მატჩი თავიდან ბოლომდე მასპინძელთა უპირატესობით წრიმართა და დინამოელთა გამარჯვებით 3-0 დასრულდა. დედაქალაქელებმა პირველი გოლი შეხვედრის 32-ე წუთზე გაიტანეს. დავით სხირტლაძემ ზუსტი პასით გიორგი მოისწრაფიშვილი მეკარეს შეატოვა, დინამოს 8 ნომერმა ტექნიკურად ითამაშა და გორელთა გოლკიპერს ბურთი თავზე გადაუგდო 1-0. მეორე გოლი თავად სხირტლაძემ ჩაიწერა ანგარიშზე, ამ შემთხვევაში კი ზუსტი გადაცემა ულად ომარ იმრანმა შეასრულა 2-0. მატჩის 66-ე წუთზე კიდევ ორი ახალგაზრდა დინამოელის დებიუტი შედგა პირველი გუნდის შემადგენლობაში. მოედანზე ლუკა პარკაძე და გაბრიელ სიგუა გამოჩნდნენ. შეხვედრის ბოლოსკენ, 88-ე წუთზე გაბრიელ სიგუას პასი და გიორგი გაბედავას მორიგი გოლი. მატჩის განმავლობაში სტუმრებს ჰქონდათ რამდენიმე სახიფათო შეტევა, თუმცა თბილისელთა გოლკიპერი დავით კერესელიძე მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მომდევნო მატჩს გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 26 აგვისტოს საბურთალოსთან ჩაატარებს.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი