• Geo
  • Eng
28.08.2022
19 წლამდელები ახალ სეზონსაც წარმატებით იწყებენ

დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ 2022 წლის სეზონი ორი მოგებით დაიწყო. შეგახსენებთ, შარშანდელი ტურნირი პანდემიის გამო ორიოდე თვის წინ დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა.

 

პირველ ტურში ვალერი გაგუას გუნდმა თბილისის მერანს ერთის წილ ექვსი გოლი გაუტანა და სადებიუტო შეხვედრაშივე დაამტკიცა გათამაშების მთავარი ფავორიტის სტატუსი. გოლები რაულ ბარათელიამ, მუხრან ბაგრატიონმა, ალექსანდრე ფეიქრიშვილმა, თემო გოგნაძემ, დათო გოცირიძემ და ლუკა შეროზიამ გაიტანეს. მეორე მატჩში დედაქალაქელებმა ბათუმის დინამოს უმასპინძლეს. პირველისგან განსხვავებით უფრო დაძაბულ შეხვედრაში თბილისელებმა არჩილ დათუაშვილის და ლუკა შეროზიას გოლებით 2-1 იმარჯვეს. მომდევნო მატჩს კი ჩვენი გუნდი 35-ე სკოლასთან 2 სექტემბერს გამართავს.

 

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024