• Geo
  • Eng
06.09.2022
გიორგი ჭიაბრიშვილის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისის ქართულ ამერიკულ კლინიკაში ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს გიორგი ჭიაბრიშვილს გულზე წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა.გიორგი ჭიაბრიშვილი 5 სექტემბერს თელავთან გასამართ მატჩამდე შეუძლოდ გახდა და აუცილებელი გახდა მისი სასწრაფოდ თბილისში გადმოყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
 
დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის მდგომარეობის შესახებ კომენტარი ჩვენი კლუბის ექიმმა დავით ხარაბაძემ გააკეთა:
 
"გიორგი ჭიაბრიშვილს გუშინ, მატჩამდე, სტენოკარდიული შეტევა მოუვიდა. თავდაპირველად, იგი გადაყვანილ იქნა თელავის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა კორონაროგრაფია და გადაწყდა, რომ საჭირო იყო ქირურგიული ჩარევა, კერძოდ - შუნტირება. გუშინვე იგი რეანომობილით გადმოვიყვანეთ თბილისში და დღეს გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც კარგად ჩაიარა."
 
​გიორგი ჭიაბრიშვილი უახლოესი დღეების განმავლობაში კლინიკაში დარჩება და მკურნალობას ადგილზე გააგრძელებს. დინამო თბილისი ჩვენს მთავარ მწვრთნელს მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს.
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024