დინამოს 12 წლამდე შემადგენლობამ ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასზე მესამე ადგილი დაიკავა.
დღეს დინამოელები ბრინჯაოს მედლებისთვის სამტრედიას შეხვდნენ და 3-1 იმარჯვეს. გოლები ანდრია ფოცხვერიამ, ანდრია ოჩიგავამ და გაბრიელ გოგუამ გაიტანეს. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი სანდრო ბინიაშვილს ერგო.
მომდევნო ტურნირი ბათუმში 11 წლამდე გუნდებს შორის 9-11 სექტემბერს გაიმართება.