ეროვნული ლიგა 3-ის მე-18 ტურში დინამოს მეორე შემადგენლობამ საფეხბურთო კლუბ გორს უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა მეტოქე.
დინამოელებმა თორნიკე მორჩილაძის დუბლით პირველი ტაიმი 2-0 მოიგეს. თორნიკემ ჯერ 34-ე წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი, შემდეგ კი 10 წუთში დუბლი შეასრულა. მესამე გოლი სტუმრებს დავით გოგოტიშვილმა 77-ე წუთზე გაუტანა, ხოლო დიტო ფაჩულიამ 82-ე წუთზე მეოთხედ აიღო გორელთა კარი. პრესტიჟის გოლი სტუმრებმა მატჩის ბოლოს (გიორგი ალიმბარაშვილი) გაიტანეს.
დინამოელები გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 8 სექტემბერს საბურთალო 2-თან ბენდელაზე გამართავენ.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი