• Geo
  • Eng
02.09.2022
პატარა დინამოელები ატეიტის თასზე მონაწილეობენ

ატეიტის თასის წლევანდელმა საშემოდგომო ეტაპმა სტარტი ბათუმში აიღო და მთელი თვის მანძილზე გასტანს. 8-დან 13 წლამდე ასაკობრივ გუნდებს შორის ტურნირი მთელი სექტემბერი გაგრძელდება.

 

დღეს გათამაშება 12 წლამდე გუნდებს შორის დაიწყო, ტურნირზე კი დინამო აკადემიის და სკოლის გუნდებითაა წარმოდგენილი. დინამოელებმა მიხეილ ზაბახიძის და მამუჩიშვილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი მარტვილის მერანთან გამართეს და 3-0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები გაბრიელ გოგუამ, დათუნა მაჭარაშვილმა და ანდრია სიხარულიძემ გაიტანეს. აზერბაიჯანულ სუმგაითს დინამომ გაბრიელ გოგუას და ანდრია ოჩიგავას გოლებით 2-0 მოუგო, ხოლო ფოთთან შეხვედრა დედაქალაქელებმა 8-0 მოიგეს. სანდრო ბინიაშვილმა და ანდრია სიხარულიძემ ორ-ორი გოლი გაიტანეს, დანარჩენი გოლები კი დათო მაჭარაშვილის, გაბრიელ გოგუას, ანდრია ოჩიგავას და დემეტრე გელაშვილის ანგარიშზეა.

დინამო-2 პირველ შეხვედრაში ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდა და 0-3 დათმო მატჩი. მეორე მატჩში კი ვიკინგთან 2-3 წააგეს დინამოს სკოლის ფეხბურთელებმა. გოლები ანტონიო პოდრომომ და დათო ალანიამ გაიტანეს.

ხვალ გუნდები ჯგუფის დარჩენილ და პლეი ოფის მატჩებს გამართავენ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024