• Geo
  • Eng
13.09.2022
დინამო 2 გორის დილასთან დამარცხდა

დღეს თბილისის ზღვის საფეხბურთო ბაზაზე საქართველოს თასის 1/8 ფინალის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ გორის დილას უმასპინძლა.

 

მატჩი გამოცდილი მეტოქის მწვავე შეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი მეათე წუთისთვის გამოიღო. სტუმრებმა მე-9 წუთზე თორნიკე ჯანგიძის ავტოგოლით გახსნეს ანგარიში, მომდევნო შეტევაში კი ტიერი გეილიმ ორამდე გაზარდა სხვაობა. ახალგაზრდა დინამოელები შეეცადნე სიტუაციის გამოსწორებას და უმატეს შეტევებს. ტაიმის შუაში დინამოელებმა გოლის გატანის მიჯრით სამი ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენეს და შეიძლება ითქვას შეხვედრაში გარდატეხის შეტანის მომენტიც გაუშვეს ხელიდან. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ყველა სიტუაციაში ბოლომდე იბრძოდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე აღარ მისულა. გეილიმ 66-ე წუთზე დუბლი გაიფორმა, ხოლო ფრანსისკო მადინგამ 81-ე წუთზე მეოთხედ აიღო მასპინძელთა კარი. ორიოდე წუთში დილას საჯარიმოში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზურაბ ერაძემ ზუსტად შეასრულა და საფინალო ანგარიშიც 1-4 დაფიქსირდა.

 

შეგახსენებთ, რომ დინამოს მეორე შემადგენლობამ 1/8 ფინალამდე - არაგვის, ვანის სულორის და ბოლნისის სიონის ბარიერები გაიარა. მომდევნო მატჩს დედაქალაქელები ლიგა 3-ში 17 სექტემბერს ბახმაროს წინააღმდეგ გამართავენ.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024