დინამოს 11 წლამდე შემადგენლობა ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასზე გამოსვლა ვერცხლის მედლებით დაასრულა.
ბათუმში დინამო ორი გუნდით იმყოფებოდა. პირველმა გუნდმა კი ფინალში იასპარეზა. ჯგუფურ ეტაპზე დინამომ გაგრას 3-0 მოუგო, 2-0 ბათუმის დინამოს აჯობეს, სამტრედიასთან 3-1 მოიგეს პატარა დინამოელებმა, ხოლო თელავთან და სელეროსთან ფრედ 1-1 და 0-0 ითამაშეს. ნახევარფინალში სანდრო ბერგამოს გუნდმა საბურთალოს 1-0 აჯობა, ხოლო ფინალში რუსთავთან 1-2 დამარცხდნენ.
საუკეთესო მცველის პრიზი დემეტრე ფანცულაიას ერგო.
მომდევნო ტურნირი ბათუმში 10 წლამდე გუნდებს შორის 15-18 სექტემბერს გაიმართება.