• Geo
  • Eng
03.09.2022
ატეიტის თასზე მესამე ადგილისთვის

გრძელდება ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასის გათამაშება. დღეს 12 წლამდელებმა ჯგუფის დარჩენილი და პლეი ოფის მატჩები ჩაატარეს.

 

დინამოელებმა ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ინტერის აკადემიის მეორე გუნდი 4-0 დაამარცხეს. გოლები დათო მაჭარაშვილმა, ანდრია სიხარულიძემ, დემეტრე გელაშვილმა და ნიკა სახვაძემ გაიტანეს. დინამო 2 კი სამტრედიას დაუზავდა 2-2. თავი დემეტრე მასხარაშვილმა და ანტონიო პოდრომომ გამოიჩინეს.

 

დინამოელები მეოთხედფინალში ჯგუფში დაკავებული პირველი ადგილით გავიდნენ და ინტერს შეხვდნენ. პლეი ოფის მატჩი ლურჯ-თეთრებმა 6-2 მოიგეს. ორი გოლი სანდრო ბინიაშვილმა გაიტანა, დანარჩენი ზუსტი დარტყმა კი დათო მაჭარაშვილმა, დემეტრე გელაშვილმა, ანდრია ოჩიგავამ და ალექსანდრე ჩიქოვანმა შეასრულეს. დინამო 2-მა პლეი ოფის მატჩი ტორპედოსთან 1-2 დათმო და ხვალ ვიკინგებს შეხვედება.

 

ნახევარფინალი დინამოსა და ტურინის იუვენტუსს შორის საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. იტალიელები ორი გოლით დაწინაურდნენ, თუმცა თბილისელებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. ანდრია ოჩიგავამ და დემეტრე გელაშვილმა გაიტანეს გოლები. საბოლოოდ დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც ტურინელებმა იმარჯვეს და ფინალის საგზურიც მიიღეს. ხვალ ტურნირის დასკვნით დღეს დინამოელები ბრინჯაოს მედლებისთვის სამტრედიას შეხვდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024