საქართველოს 21 წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - რამაზ სვანაძემ უახლოესი მატჩებისთვის 5 დინამოელი გამოიძახა.
24 სექტემბერს პორტუგალიასთან და 27 სექტემბერს თურქეთთან ამხანაგური შეხვედრებისთვის ნაკრებთან ერთად ლუკა კუტალაძე, საბა ხვადაგიანი, სანდრო კალანდაძე, ლევან ოსიყმაშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი მოემზადებიან.
წარმატებას ვუსურვებთ დინამოელებს და ახალგაზრდულ ნაკრებს.