დღეს თელავში, კავკასიონი არენაზე კრისტალბეტ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც თელავმა დინამოს უმასპინძლა.
მატჩი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთზე სახიფათო საჯარიმო დარტყმაც შეასრულეს. მე-5 წუთზე კი ანგარიშიც გაიხსნა. დავით სხირტლაძის აქტიური თამაში თორნიკე კირკიტაძემ მაღალ სისწრაფეზე გააგრძელა, საჯარიმოში შეიჭრა და ულად ომარ იმრანს გაუკეთა გადაცემა, ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა კი ზუსტი დარტყმით გაიტანა გოლი 0-1. მატჩის 29-ე წუთზე მასპინძლების სახიფათო შეტევა, დავით კერესელიძე ბოლო წამს იგერიებს ბურთს, შემდეგ კი მომენტი საბა ხვადაგიანმა განმუხტა. თავად დინამოს მეკარემ კი ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა, მის ნაცვლად მოედანზე ლუკა კუტალაძე გამოჩნდა. პირველი ტაიმის ბოლოს დინამოელებს მართებდათ კიდევ ერთი გოლის გატანა, თუმცა საბოლოოდ თორნიკე კირკიტაძის ტექნიკურად დარტყმული მეკარემ მოიგერია. საპასუხოდ თელავის ფეხბურთელების სწრაფი შეტევ და ბექა ქავთარაძემ წონასწორობა აღადგინა 1-1 და ტაიმიც მორჩა.
მეორე ტაიმის დებიუტში ლუკა სანიკიძემ მასპინძელთა კარი იმრანის დარტყმის შემდეგ იხსნა. დინამოელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და შეტევებს უმატეს. რამდენჯერმე მიჯრით კუთხურიც მოაწოდეს, თუმცა უშედეგოდ. შეტევებმა შედეგი 70-ე წუთზე გამოიღო, იმრანმა გრძელი გადაცემით თორნიკე კირკიტაძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და დინამო დაწინაურდა 1-2. მატჩის 83-ე წუთზე სტანისლავ ბილენკის შეეძლო კიდევ ერთი გოლის გატანა, თუმცა ბოლო წამს ვერ მიასწრო ბურთს. საბოლოოდ აღარაფერი შეცვლილა და დინამომ იმარჯვა. მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 10 სექტემბერს დინამო არენაზე სამგურალის წინააღმდეგ გამართავს.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი