დინამო თბილისის მეკარემ დავით კერესელიძემ თელავთან შეხვედრის 30-ე წუთზე ტრავმა მიიღო. როგორც შემდგომმა გამოკვლევებმა აჩვენა კერესელიძემ წინა ჯვარედინი იოგი დაიზიანა და ოპერაციას საჭიროებს. ქირურგიული ჩარევა 21 სექტემბერსაა ჩანიშნული.
დინამოელები ჩვენს მეკარეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.