დინამოს 9 წლამდე შემადგენლობამ ბათუმში მიმდინარე ატეიტის თასზე გამოსვლა ოქროს მედლებით დაასრულა.
ბათუმში დინამო ორი გუნდით იმყოფებოდა. აკადემიის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე 0-1 წააგო სერვალთან, ფრედ 0-0 ითამაშა ინტერთან და 9-0 დაამარცხა ბათუმის დინამო-2. მეოთხედფინალში დინამოელებმა რუთავის გორდა 4-0 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში ლოკომოტივს მოუგეს 2-0. დინამოს სკოლის გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წააგო რუსთავთან 1-2, 3-0 მოუგო ბათუმის დელფინებს და 4-0 აჯობა ბათუმის ბათუსს. მეოთხედფინალში დინამოელებმა ბათუმის დინამოს 2-1 აჯობეს, ხოლო ნახევარფინალში ფოთის კოლხეთთან პენალტების სერიაში 2-3 დათმეს მატჩი.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ლოკომოტივთან დინამო 2-მა 1-1 ითამაშა და მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში 2-3 დამარცხდა. ფინალში კი დინამო ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდა. დედაქალაქელებმა 4-1 დაამარცხეს მეტოქე და ატეიტის თასიც მოიპოვეს.
ტურნირის საუკეთესო მეკარედ დინამოელი ივანე ჯინიყაშვილი დასახელდა. გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი კი ასევე დინამოელი ჯაბა კანკავა გახდა.
მომდევნო ტურნირი ბათუმში 13 წლამდე გუნდებს შორის 29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე გაიმართება.