დღეს ზესტფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ეტურის შეხვედრას უმასპინძლა, რომელშც ტორპედო დინამოს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში პირველი რეალური სახიფათო მომენტი დინამოელებმა მატჩის მე-11 წუთზე შექმნეს. უსმანე კამარას აქტიურობას და კარში დარტყმას ბოლო წამს როინ კვასხვაძე გადაეღობა. მომდევნო შეტევაში კი დმიტრი ანტილევსკის აქტიურობა ქუთაისელთა საჯარიმოში ცოტნე ნადარაიას ხელით თამაშით დასრულდა, თუმცა მსაჯმა შეხვედრის გაგრძელება ანიშნა. მატჩის 22-ე წუთზე დინამოელებმა კუთხური გაითამაშეს, ბოლო დარტყმა ანზორ მექვაბიშვილმა შეასრულა, ბურთი კი ძელმა მოიგერია. ტაიმი ფრედ 0-0 მორჩა. მეორე ნახევრის დებიუტში დინამოელებმა კიდევ ერთი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან, დმიტრი ანტილევსკიმ ხელსაყრელი სიტუაციიდან ვერ იყოჩაღა. 53-ე წუთზე უკვე დავით სხირტლაძის დარტყმული უკუაგდო ტორპედოს მეკარემ. შეხვედრის 77-ე წუთზე მასპინძელთა კარი ბარნს ოსეის ტექნიკური დარტყმის შემდეგ ხარიხამ იხსნა. საპასუხოდ ორიოდე წუთში ნოდარ ქავთარაძემ გაარტყა ხარიხას. შეხვედრაში აღარაფერი შეცვლილა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.
მომდევნო მატჩს დედაქალაქელები დინამო არენაზე, 7 ოქტომბერს ბათუმელებთან გამართავენ.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი