• Geo
  • Eng
17.09.2022
მეორე გუნდმა ბახმაროსაც მოუგო

დინამოს მეორე შემადგენლობამ ეროვნულ ლიგა 3-ში მე-20 ტურის მატჩი ჩაატარა. დედაქალაქელებმა თბილისის ზღვის ბაზაზე ბახმაროს უმასპინძლეს და 3-0 დაამარცხეს მეტოქე.

 

დინამოელთა კარს ჩვენი გუნდის ახალწვეული, ბელარუსი მეკარე - ანტონ ჩიჩკანი იცავდა. ანგარიში შეხვედრის მე-13 წუთზე ნიკა ქოქოსაძემ გახსნა, ხოლო 58-ე და 64-ე წუთებზე ლაშა ოდიშარიამ დუბლი შეასრულა. დინამოელებმა ამ მოგებით 45 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

 

მომდევნო მატჩს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 30 სექტემბერს ხობში, ადგილობრივ კოლხეთთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024